სიახლეები
პიროვნება

„ჩვენი სკოლისთვის საამაყოა პოზიტიური კულტურა, რომელსაც თანაბარწილად იზიარებს თითოეული მოსწავლე და პედაგოგი“- ომარ მიქელაძე, სკოლა „თაობას“ დირექტორი
08-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს კერძო სკოლა „თაობას“ დირექტორის, ომარ მიქელაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ....

- შევუქმნა ბავშვებს ამაღლებული განწყობა, რომელიც მათ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გაჰყვებათ.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი....

- იყვნენ გახსნილები, არ მოერიდოთ რჩევის თხოვნა, არ შეიზღუდონ თავი სასწავლო მეთოდებში და აქტივობებში. მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლე.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სკოლის პოზიტიური კულტურა, რომელსაც თანაბარწილად იზიარებს სკოლის თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- გქონდეს მუდმივი მზაობა დაეხმარო ბავშვს და მისცე მისთვის საჭირო რჩევა.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- გაკვეთილის დინამიკის შეგრძნება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- მშობლების მეტ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- სკოლის თითოეული თანამშრომელი, მასწავლებელი, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ ის თანაბარწილად მნიშვნელოვანი და დაფასებულია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება