მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორის სტელა გიგოლაევას ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ...
- ყველას პოზიტიური განწყობა შევუქმნა და დავამახსოვრო პირველი დღე.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...
- არ ინერვიულონ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. წარმატებებს ვუსურვებ მათ.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ...
- წარმატებული მოწავლეებისა და მასწავლებლების ყოლა.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ...
- გესმოდეს შენი კლასის, მათთან ერთად გიხაროდეს და გტკიოდეს.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია ...
- მოსწავლემ კომფორტულად იგრძნოს თავი. მისთვის მიწოდებული მასალა იყოს ადვილად აღქმადი.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.