სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა სკოლაში დაბრუნებისთანავე?
17-09-2022
-
+


საქართველოში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. სამზადისია სკოლებში, ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებაში. პედაგოგები ცდილობენ, რომ მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო დაახვედრონ, შესაბამისი განწყობა შეუქმნან და განათლების მიღების სურვილი კიდევ უფრო გაუღვივონ. 

სკოლაში მასწავლებლებს უამრავი გამოწვევა და საპასუხისმგებლო საქმე ელოდებათ. ისინი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ფაქტობრივად, პირველივე დღიდან ზრუნავენ. 

ძნელია, ჩამოწერო წესები, თუ რა უნდა გაკეთდეს სასწავლო წლის პირველ დღეს, თუმცა უცხოელი ექსპერტები პედაგოგებს ურჩევენ ყურადღება ძირითადად რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ.

პოზიტიური გარემოს შექმნა

როგორც წესი, სკოლის ხელმძღვანელობისთვის ბავშვებისთვის პოზიტიური გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნაყოფიერ სასწავლო წელს პირდაპირ განსაზღვრავს. პედაგოგებმა ისეთი გარემო უნდა შექმნან, რომ მოსწავლეებს საუბარი და კითხვების დასმა არათუ მოერიდოთ, არამედ უნდა ეხალისოებოდეთ კიდეც. ამგვარად ისინი საკითხებს ბევრად უფრო მალე და მარტივად შეისწავლიან. 

მოსწავლეებს წინა სასწავლო წლის მასალიდან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამეორებინეთ

მოსწავლეები სკოლაში ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ ბრუნდებიან. მათ შესაძლოა წინა სემესტრებში ნასწავლი მასალა დაავიწყდეთ ან ბუნდოვნად ახსოვდეთ. ამიტომაც, რეკომენდირებულია, რომ სანამ ახალ საკითხებზე მუშაობას დაიწყებთ, ძველების გახსენება დაავალოთ. მაგალითად, ეს ეხება მათემატიკას, რადგან თემები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და თუ ძველი მასალა არ ახსოვთ, შესაძლოა, ახალი ამოცანების ამოხსნას თავი საერთიდ ვერ გაართვან.

მოსწავლეთა მუშობის პროცესს პირველივე წუთებიდან თვალყური ადევნეთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი მოსწავლეთა მუშაობის პრიცესს აქტიურად აკვირდებოდეს. ეს თავად პედაგოგსაც ძალიან ეხმარება, ასე ისინი კონკრეტული მოსწავლეების მისწრაფებებსა და საჭიროებებს უკეთ საზღვრავენ. მუშობის პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებელმა მოსწავლეს შესაძლოა, შესაბამისი პროექტი ან აქტივობა შეურჩიოს. 

იყავით მომთმენი

შეიძლება ითქვას, რომ ეს მასწავლებლების ნომერ პირველი წესია. მათ მოსწავლეებთან ურთიერთობისას უდიდესი მოთმინების გამოჩენა მართებთ - ეს კი პირველ დღესაც არ უნდა დაგავიწყდეთ. მომთმენი სხვადასხვა რამის გამო უნდა იყოთ. მაგალითად, მაშინ, თუ მოსწავლე საკითხს ნელა ითვისებს და მაშინაც თუ შეუფერებლად იქცევა. გარდა ამისა, არდადეგების შემდეგ სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები მეგობრებთან შეხვედრით აჟიტირებულები არიან, ამიტომაც მათ კიდევ უფრო უნდა გაუგოთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება