სიახლეები
სიახლეები

გაკვეთილების ხანგრძლივობა 10-15 წუთით გაიზარდა - სამინისტროს განმარტება
11-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წლიდან გაკვეთილების ხანგრძლივობა 10-15 წუთით გაიზრდება. თუ შარშან ერთ გაკვეთილს 30 ან 35 წუთი ეთმობოდა, ამჯერად, სკოლებს უფლება აღარ აქვთ, საგაკვეთილო დრო შეამცირონ. კლასების მიხედვით, გაკვეთილების ხანგრძლივობა 40 ან 45 წუთი იქნება.

როგორც etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე განუმარტეს, გასულ სასწავლო წელს, რეგულაციებიდან გამომდინარე დაიშვა შეღავათი, რომ სკოლებში გაკვეთილების დრო შემცირებულიყო, ამჯერად კი ამის საჭიროება აღარაა და თითო გაკვეთილს იმდენი დრო დაეთმობა, რამდენიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა დადგენილი.

„გაკვეთილების ხანგრძლივობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, თუ რომელიმე სკოლაში გაკვეთილები განსხვავებული დროით ჩატარდება, ეს შეთანხმებულია სამინისტროსთან. შარშან პანდემიის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა შეცვლილი იყო, ახლა კი ჩვეულებრივად ჩატარდება, როგორცაა დადგენილი. 45 წუთი არის სტანდარტული დრო. გასულ სასწავლო წელს გაკვეთილების დრო შემცირებული იყო, რადგან სკოლებს მოესწროთ ცვლებს შორის დისტანციის დაცვა და რეგულაციით გაწერილი სხვა საქმეები, ამჯერად კი გაკვეთილები იმ ხანგრძლივობის იქნება, როგორცაა დადგენილი“, - განმარტეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში – 40 წუთით.

ორ და მეტცვლიან სკოლაში დასაშვებია III-XII კლასებში გაკვეთილების ხანგრძლივობა განისაზღვროს 40 წუთით (სკოლის გადაწყვეტილების შესაბამისად), თუკი სკოლას მოსწავლეები ჩართული ჰყავს არაფორმალურ აქტივობებში შესაბამისი მიმართულებებით. ასევე გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაიშვას გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს (გაზარდოს ან შეამციროს) გაკვეთილების ხანგრძლივობა.

რაც შეეხება გაკვეთილებს შორის დასვენების ხანგრძლივობას, საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენება არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები. შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება