მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის დირექტორ ნვერ მინასიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ვიყო მშვიდად და მშვიდ გარემოში დავიწყო სასწავლო წელი.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- კარგად გაეცნონ სკოლის შინაგანაწესს და პასუხისმგებლობით დაიწყონ სასწავლო წელი.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ის, რომ მოსწავლეებმა კარგად იციან სახელმწიფო ენა. ისინი ასევე წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებში და ჯილდოებით ბრუნდებიან.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- კლასის ხელმძღვანელის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- აქტივობები, ჩართულობა და შეფასება.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- რომ იყოს წარმატებული და ნაყოფიერი.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- მე ყოველთვის მახსოვს მამაჩემის რჩევა, თავი შეიკავე ტყუილისა და ბოროტებისგანო და იყავი მშვიდი და მიზანდასახულიო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.