მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის დირექტორის, პეტროს აკოპიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ...
- შევქმნა საინტერესო და თავისუფალი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის თითოეული წარმომადგენლისთვის.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...
- უყვარდეთ ბავშვები, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და იზრუნონ პროფესიის განვითარებაზე.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ...
- მოსწავლეებისა და ჩემი კოლეგების წარმატებები.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ...
- პასუხისმგებლობას მოსწავლეების, მშობლებისა და მოვალეობების მიმართ.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია ...
- თავისუფალი გარემო, ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და მეთოდური სიახლეების გამოყენება.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- პირდაპირი ფორმატით სწავლებას, მოსწავლეთა და მასწავლებელთა მიზნების განხორციელებას, ბევრ საინტერესო მოვლენას სასკოლო ცხოვრებაში.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...
- „ნუ ეძებ მიზეზებს, ეძებე შესაძლებლობები!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.