მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა, თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს ტონოიანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ ...
- საინტერესო და ლამაზი გარემო შევუქმნა მოსწავლეებს, რომ ყოველ დილით სკოლისკენ მოუხაროდეთ, სწავლა სავალდებულო კი არა, სასიამოვნო პროცესი იყოს მათთვის.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი ...
- გაბედულად, ენერგიულად შეუდგნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას. უყვარდეთ საგანი, ბავშვები, გახდნენ მათთვის ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მეგობრები, მზად იყვნენ სიძნელეების დასაძლევად, რომლებიც არცთუ ცოტაა ჩვენს პროფესიაში და ყველაფერი გამოუვათ.
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა ...
- რომ ბევრი ჩვენი კურსდამთავრებული სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტებში, ეუფლებიან სხვადასხვა საინტერესო პროფესიებს, მათ შორის - პედაგოგობასაც და მალე კოლეგებად მოგვევლინებიან.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს ...
- დაუღალავ შრომას მოსწავლეების განვითარებისა და ცხოვრებისთვის მოსამზადებლად. ყოველთვის მათ გვერდში დგომას, დაცვასა და მფარველობას, მათი მრჩევლისა და უფროსი მეგობრის სტატუსს.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია ...
- კლასის ეფექტური მართვა, მოსწავლეთა ნდობისა და სიყვარულის მოპოვება, სწავლა კეთებით, ანუ, საგნის ისე სწავლება, რომ ცხოვრებაში გამოადგეთ, დაინტერესება და მოტივაციის სხვადასხვა გზებით ამაღლება.
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...
- ბევრი სწავლას მოწყურებული მოსწავლის მიღებას, კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და სასწავლო რესურსებს, საყოველთაო მშვიდობასა და კეთილდღეობას.
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
- „ყველას მოექეცი ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.