სიახლეები
სიახლეები

მსოფლიო აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღეს აღნიშნავს
02-04-2018
-
+


დღეს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. 2010 წლიდან 2 აპრილი საქართველოშიც აღინიშნება. 

ამ დღისთვის, თბილსის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებმა თავიანთ  თანატოლებთან ერთად სპეციალური პროგრამა მოამზადეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.

2013 წლიდან განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრო სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საჯარო სკოლებში, საჭიროების შემთხვევაში, ინტეგრირებული კლასები იხსნება, სადაც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ. ერთ-ერთი ასეთი კლასი თბილისის 72-ე საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. 

პროგრამის მიზანია, საჭიროების შესაბამისად, უზრუნველყოს სენსორული (სმენა) პრობლემების, საშუალო, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევის, აუტიზმის სპექტრის მქონე და ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე მოსწავლეებისათვის მათ საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება.

აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი ინვენტარით, თვალსაჩინოებებითა და დამხმარე საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვილი ინტეგრირებული კლასი ფუნქციონირებს საქართველოს 8 საჯარო სკოლაში. თოთოეულ კლასს ემსახურება ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელი, რომლებიც როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად მუშაობენ ინტეგრირებული კლასის მოსწავლეების აკადემიური და ფუნქციური უნარების გაუმჯობესებაზე, საგანმანათლებლო სივრცესა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება