TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„კლასის დამრიგებლობა ნიშნავს, ძალიან რთულ საქმიანობას, რომლის მიზანი ბავშვის აღზრდაა“ - იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარი ბერძენაშვილი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორ ნოდარი ბერძენაშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- სკოლა კარგად მოემზადოს ახალი, 2022-2023 სასწავლო წლისათვის. I კლასელებისათვის შევქმნა კარგი გარემო და ა.შ.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- მეტად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე, კარიერულ წინსვლაზე.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- სწავლის შედარებით მაღალი დონე, უფროსი მასწავლებლის დეფიციტი სკოლაში არ არის.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- ძალიან რთულ საქმიანობას, რომლის მიზანი ბავშვის აღზრდაა. ხელფასი ნაკლებია, საზოგადოება კი არ ეხმარება პედაგოგს მშობლებთან მუშაობაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- მოსწავლის აქტიურობა, ახალი ტექნოლოგიები, ტრენინგებით მიღებული სიახლეების სასწავლო პროცესში გამოყენება და ა.შ.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- სკოლაში დროულად დასრულდეს ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგება, დაიწყოს ცენტრალური გათბობის გაყვანა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება