სიახლეები
პიროვნება

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია პროგრამულ მასალასთან ერთად ცხოვრებაც ისწავლებოდეს“-რობერტ გელოვანი, ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი
09-09-2022
-
+


სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორ რობერტ გელოვანის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- საზეიმო განწყობა შევუქმნა სასკოლო თემს - მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს. ეს დღე განსაკუთრებით უნდა დაამახსოვრდეთ პირველკლასელებს. ამისთვის ყველა პირობაა შექმნილი. სკოლამ შეიძინა საჩუქრები, გადაეცემათ ასევე „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამით მათთვის განკუთვნილი ბუკები. ახალ სასწავლო კომპლექსში გარემო მიმზიდველად გამოიყურება. ყველა მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ელოდება დაცულობის მაღალ ხარისხს.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- სკოლა ჯადოსნური სამყაროა და ამ სამყაროში უნდა შემოხვიდე იმ შეგრძნებით, რომ მომავალ თაობას ცხოვრება გაუფერადო, გაუადვილო სწავლა. თუ სხვისი შვილის შეყვარება და ისეთის მიღება არ შეგიძლია, როგორიც არის, მაშინ ჯობია არც შეეჭიდო მასწავლებლის საპატიო წოდებას.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი მოსწავლეები, მათი აკადემიური მიღწევებით, წარმატებით თუ წარუმატებლობით, სიცელქით თუ სიდინჯით, სიბეჯითით თუ სიზარმაცით. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს წინაშეა ბავშვი და ბავშვი ხომ ღვთის საჩუქარია.

ასევე ამაყი ვარ მაღალკვალიფიციური კადრებით და იმ მეგობრული გარემოთი, ჩვენთან რომ სუფევს. ახალბედა მასწავლებლებიც დასაქმდნენ და კოლექტივის საშუალო ასაკი გაახალგაზრდავდა.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის დამრიგებლობა უდიდესი მოვალეობაა. ის ამ მოსწავლეებისთვის მშობელიცაა, მეგობარიც, მესაიდუმლეც.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- პროგრამულ მასალასთან ერთად ცხოვრებაც ისწავლებოდეს. განყენებული სამეცნიერო მასალა თავისთავად მოსაწყენია, თუ ის რეალობასთან არ არის კავშირში. ერთობ საინტერესოა საბუნებისმეტყველო საგნები, როცა ლაბორატორია ფუნქციონირებს სკოლაში. ამის ფუფუნება ჯერ ჩვენს სკოლაში არ გვაქვს.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...

- სკოლაში ფუნქციონირება დაიწყოს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიამ, სამედიცინო ოთახმა, გაიზარდოს მედალოსნების, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამით დასაჩუქრების კანდიდატთა და სასწავლო ოლიმპიადებზე გამარჯვებულ მოსწავლეთა რიცხვი.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ...

- ცხოვრება რთულია, მაგრამ ეცადე გაამარტივო შენთვისაც და შენს გვერდით მდგომთათვისაც.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება