მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სულ მალე ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლებში სამზადისი უკვე დაწყებულია. საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის პირველ დღეს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წლიდან და რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს.
ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის დირექტორ მზია კიწმარიშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...
- ვიყო მაქსიმალურად გახსნილი ურთიერთობისთვის, შევქმნა პოზიტიური, სასიამოვნო გარემო, ზაფხულში დაგროვილი შთაბეჭდილებების, ემოციების გაზიარებისთვის.
- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...
- გიყვარდეთ ბავშვი და საქმე, რომელსაც ემსახურებით მთელი ცხოვრება, რადგან „თუ სიყვარული შეგიძლია ბევრი რამ კი არა, ყველაფერი შეგიძლია, შეუძლებელიც“. ო. იოსელიანი
- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...
- რომ შევძელით ჩამოვყალიბებულიყავით ერთი დიდი, წარმატებული გუნდი, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული, საერთო ხედვები, მიზნები და ღირებულებები აქვს.
- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...
- იყო მეორე დედა, რომელიც ეხმარება ბავშვს საგანმანათლებლო სივრცეში მომავალი აქტიური ცხოვრებისეული პოზიციების ჩამოყალიბებაში, სათანადო უნარ-ჩვევების დაუფლებასა და კონკურენტუნარიანი განათლების მიღებაში.
- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...
- ბავშვი, რომელიც უპირობოდ მნიშვნელოვანია ყოველგან და ყოველთვის!
- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...
- უღრუბლო ცას, ცხრათვალა მზეს და უპანდემიო სამყაროს!.. ასევე, ყველა პატარას გვერდით სიყვარულითა და სითბოთი სავსე, მზრუნველ ოჯახს!..
- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...
სამი ცხოვრებისეული წესი:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.