მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის დამლაგებელი ფანჯრის წმენდის დროს მესამე სართულიდან გადავარდა. როგორც კლინიკა „რუსთავის“ ნეიროქირურგმა, დავით გელაშვილმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„არასტაბილური ჰემოდინამიკა იყო, პლუს ამას განვითარდა მწვავე ანემია. მაშინვე ვერ მოხერხდა საოპერაციოში შეყვანა. დახმარების გაწევის შემდეგ, დინამიკაში საკმაოდ გაუმჯობესდა. გუშინ მოვახერხეთ საოპერაციოში გადაყვანა, ჩატარდა ხერხემალზე ფიქსაცია, ზურგის ტვინის დეკომპრესია. ამჟამად პაციენტი რეანიმაციაშია, გამოღვიძებულია, ორივე ქვედა კიდურში მოძრაობა აქვს, თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს მენჯის ძვლების მძიმე დაზიანების გამო. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ