სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ არიან პედაგოგები „სუპერგმირები“ - მასწავლებლები სწავლას აყვარებენ, შთააგონებენ, ზრუნავენ 
26-09-2022
-
+


მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ. ცდილობენ, რომ მაქსიმალურად განვითარდნენ, რათა შემდეგ თავიანთი გამოცდილება ბავშვებს გაუზიარონ. არ ეზარებათ ერთი და იმავე საკითხის რამდენჯერმე ახსნა, მოსწავლეების ემოციების გაზიარება და მათ მისწრაფებებზე საუბარი. იმახსოვრებენ ყოველი მოსწავლის სახელს და მათ პოტენციალს სწავლობენ. ზოგადად, პედაგოგები მომთმენები, გამბედავები და თავდაუზოგავები არიან.

მათ სამუშაო სახლშიც მიაქვთ და ყოველთვის ფიქრობენ ხოლმე, რა ახალი აქტივობა შესთავაზონ მოსწავლეებს. ყოევლივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლები ნამდვილად სუპერგმირები არიან.

პედაგოგობა რომ უფრო მეტია, ვიდრე აღმზრდელობა, ამაზე უცხოელი ბლოგერი საუბრობს და რამდენიმე მიზეზს ასახელებს იმისა, რომ მასწავლებლები სუპერგმირები არიან.

მასწავლებლები შთააგონებენ

მასწავლებლები მოსწავლეებისთვის შთაგონების წყარო არიან. ალბათ ყველას გინახავთ სკოლოდან დაბრუნებული ბავშვი, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობასა და კლასში განხორციელებულ აქტივობებზე გაბრწყინებული თვალებით საუბრობს. ისინი იმდენად აღფრთოვანებულები არიან, რომ ლაპარაკსაც კი არ გაცდიან, უნდათ თავიანთი განცდები ბოლომდე გადმოსცენ. სწორედ ამ დროს შეიძლება გაიზროთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის პედაგოგის დამოკიდებულებას. ისინი ბავშვების თვალში გმირები არიან.

მასწავლებლები ზრუნავენ

გარდა ცოდნის გადაცემისა, მასწავლებლები ნამდვილად ზრუნავენ თავიანთ კლასში მყოფ ბავშვებზე. ისინი უმეტესწილად კარგად ხედავენ თუ მოსწავლეებს რამე აწუხებთ. ამ დროს პედაგოგი ნამდვილი მეგობარი ხდება, მათ უსმენს, მოსწავლეთა დარდი გულთან ახლოს მიაქვს, რჩევებს აძლევს და პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ეს კი თითოეული მოსწავლის თავდაჯერებულობაზე დადებითად აისახება. მასწავლებლებს თავიანთ კლასში მყოფი ბავშვები გულწრფელად უყვართ და ეს მართლაც ბევრს ნიშნავს.

მასწავლებლები მომთმენები არიან

პედაგოგის ამ თვისების შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შესშურდეს. ხშირად მშობლებს არ ჰყოფნით მოთმინება, რომ შვილებს ბოლომდე მოუსმინონ და გაუგონ. სამაგიეროდ, ამას პედაგოგები აკეთებენ. გარდა ამისა, მასწავლებელს თითოეულ მოსწავლესთან დიდი მოთმინება სჭირდება, რადგან ყველა მათგანი ერთნაირად ვერ სწავლობს, ამიტომაც მათ კიდევ უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

მასწავლებლები მშვიდები არიან

როდესაც ვამბობთ, რომ მასწავლებლები მშვიდები არიან, ამაში მათი პროფესიული მოვალეობებიც იგულისხმება. შეიძლება მშობელი აღშფოთებული ან გაბრაზებული იყო და ამას არ მალავდეს, თუმცა პედაგოგი ვალდებულია თავისი ემოციები დაფაროს. შედეგად, ვერასოდეს ნახავთ, რომ მასწავლებელი ზომაზე მეტად ბრაზობდეს ან მის ხასიათს რაიმე მკვეთრად ცვლიდეს. გარდა ამისა, ისინი ყოველ დღე ბევრ ისეთ მოსწავლესთან კონტაქტობენ, რომლებიც მოუსვენრები და ხმაურიანები არიან. პედაგოგები კი გაკვეთილის წარმართვას მაინც მშვიდად ახერხებენ.

მასწავლებლები მოსწავლეებს ხელს უწყობენ

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამხელა ამბიცია აქვს ბავშვს, პედაგოგი ყოველთვის მისი ერთგული მხარდამჭერია. მათ, უმეტესწილად, გულწრფელად სჯერათ, რომ ესა თუ ის მოსწავლე დასახულ მიზანს მიაღწევს. პედაგოგები მათ ამხნევებენ და ამგვარი განწყობით წარმატებისკენ გზას უკვალავენ.

მასწავლებლები მისაბაძი მოდელები არიან

მოსწავლეებისათვის პედაგოგები ის ადამიანები არიან, ვისაც უნდათ, რომ მიბაძონ, ვისი მსგავსებიც უნდათ, რომ იყვნენ. შესაბამისად, მასწავლებლები მათთვის მართლაც სუპერგმირები არიან.

მასწავლებლები ბავშვებს სწავლას აყვარებენ

ხშირად, ყველაზე ზარმაცი მოსავლეც კი სიამოვნებით სწავლობს იმ საგანს, რომელსაც თავისი საყვარელი პედაგოგი ასწავლის. მათ უდიდესი სურვილი უჩნდებათ, რომ წარმარებულები იყვნენ და გაკვეთილი ყოველ დღე იცოდნენ. ამაში კი მასწავლებლები უდიდეს შრომასა და ენერგიას დებენ.

და ბოლოს, თუ გინდათ გაიგოთ, როგორია იყო ნამდვილი სუპერგმირი - ჰკითხეთ მასწავლებელს, თუ როგორ ჩაიარა მათმა სამუშაო დღემ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება