სიახლეები
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
10-09-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის კულტურის სახლში, პროგრამის -  „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები შეაფასა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თამარ მახარაშვილის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზოგადი განათლების სისტემის განვითარება, სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და უკლებლივ ყველა მოსწავლისთვის, დედაქალაქსა თუ რეგიონში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, ამ მიმართულებით ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ რჩება კვალიფიციური კადრების მოზიდვა მაღალმთიან, აგრეთვე ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში.

მისი თქმით, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელში ჩართული თითოეული მასწავლებლის საქმიანობა ორმაგად მნიშვნელოვანია – ერთის მხრივ ისინი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ რეგიონების სკოლებში, ხოლო მეორეს მხრივ, სკოლებს ეხმარებიან არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში.

თამარ მახარაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის წარმატება მაღალმთიანი რეგიონის სოფლების სკოლებისთვის ავტორიზაციის პროცესის დაძლევის თვალსაზრისით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ პროგრამის მონაწილე მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და კონსულტაციას უწევენ, როგორც კოლეგა პედაგოგებს, ასევე სკოლის ადმინისტრაციას.

პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, რომელმაც პროექტის მიღწევები შეაჯამა. მისი თქმით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში მენტორის, წამყვანი და უფროსის სტატუსის მქონე, 13 საგნობრივი მიმართულების 156 კონსულტანტ-მასწავლებელი ასწავლის. პროგრამა ჯამში მოიცავს 10 რეგიონის, 26 მუნიციპალიტეტის 84 საჯარო სკოლასა და 6869 მოსწავლეს. როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, კონსულტანტ-მასწავლებლები, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით თანამშრომლობენ ადგილობრივ მასწავლებლებთან და ზრუნავენ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე, ჩართულნი არიან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, არიან​ფასილიტატორები და ახორციელებენ სქემასთან მიმართებაში თანმხვედრ ღონისძიებებს; ასევე, ასწავლიან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ხელს უწყობენ არაფორმალური სწავლების დანერგვას, სკოლაში ქმნიან საგნობრივ წრეებს, ატარებენ დამატებით გაკვეთილებს, მოსწავლეებთან ერთად ახორციელებენ შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებს და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში მივლენილმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მოკლე პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის, აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ასევე, მოეწყო მათი მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. პროგრამის ყველა მონაწილეს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრისგან გადაეცა სერტიფიკატი და პროფესიული ლიტერატურის სასაჩუქრე კრებული.

ღონისძიების პარალელურად, დუშეთის კულტურის სახლში მოეწყო ადგილობრივი სკოლის ისტორიის მასწავლებლის, მხატვარ მარინა გოგოჭურის ფერწერული ტილოების გამოფენა. დასასრულს კი, სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრით წარდგა ადგილობრივი ანსამბლი „ქალილო“.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება