მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაშია.
პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეებისთვის და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი კომპიუტერები უკვე სკოლაშია.
2022-2023 სასწავლო წელს კომპიუტერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი მოსწავლე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ წელს ბებნისის საჯარო სკოლის კარს 23 პირველკლასელი შეაღებს. კომპიუტერები კი სწავლის დაწყების დღეს, 15 სექტემბერს გადაეცემათ.
წინა წლებთან შედარებით, წელს შესყიდული პორტაბელური კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები გაუმჯობესებულია, კერძოდ კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკის მოცულობა გაორმაგებულია.
პროგრამა -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ წარმატებულად ხორციელდება 2011 წლიდან. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. აღნიშნული პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი