მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს პარლამენტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ბებიის დღის დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს.
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძემ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივით მიმართა. განცხადების ავტორი აღნიშნავს, რომ ბებიის დღე 17 სექტემბერს ცნობილი ქართველი მსახიობი ქალის, სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეზე უნდა დაწესდეს.
ის აცხადებს, რომ სწორედ მსახიობმა შექმნა ქართულ ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები. ამასთან ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ „ბებია და ბარაქიანი შემოდგომა - რთველი, ჩურჩხელა, თათარა ქვეყანაში მჭიდროდაა დაკავშირებული“. მიხეილ სახვაძეს თავის განცხადებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბებიის დღის არსებობის შესახებ მცირე ისტორიული რაკურსები აქვს წარმოდგენილი.
ქვეყანაში „ბებიის დღის დაწესების“ ინიციატივის შესახებ 2023 წლის 23 მაისს პარლამენტის ბიურომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო წინადადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პარლამენტის ბიუროსთვის გაცნობა დაავალა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ