მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების სამინისტრომ, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისა და ყველა სიახლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო ახლა კი საინტერესო ისაა, ექნებათ თუ არა მოსწავლეთა მშობლებს, სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა და კვლავ ძალაში დარჩება თუ არა ონლაინ-რეჟიმი?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების გასარკვევად, etaloni.ge-მ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ 2022-2023 სასწავლო წელს არჩევითი ონლაინ-ფორმატი მოსწავლეებისთვის არ იმოქმედებს.
ოფიციალური სტრუქტურები, ასეთ დროს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ და როგორც ჩანს, წელს დისტანციური სწავლების საჭიროება შესაბამისმა ორგანოებმა ვერ დაინახეს.
ასე რომ, ახალი სასწავლო წლიდან, ონლაინ-ფორმატს ვერც მოსწავლეები და ვეღარც მასწავლებლები ვერ აირჩევენ.
იხილეთ ასევე:
სწავლის ფორმატთან და თარიღთან დაკავშირებით განათლების მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ