მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლის პირადი საქმე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია. მასში ინახება ინფორმაცია მოსწავლის პირადი მონაცემების, სკოლაში სწავლის განმავლობაში მისი შეფასებისა და აქტიურობის შესახებ.
მოსწავლის პირად საქმეზე პასუხისმგებლობა სამ ადამიანს: დამრიგებელს, დირექტორსა და საქმისმწარმოებელს ეკისრება.
პირადი საქმის დროულ შევსებასა და შევსებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი, კლასის დამრიგებელთან ერთად, სკოლის დირექტორიცაა.
მის შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირი კი საქმისმწარმოებელია (ან სკოლის დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი).
მოსწავლის პირადი საქმის წარმოება იწყება მისი პირველ კლასში ჩარიცხვიდან და გრძელდება სკოლაში სწავლის განმავლობაში.
კანონის თანახმად, მოსწავლის პირადი საქმე სკოლაში 75 წლის განმავლობაში ინახება. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ის შესანახად საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცემა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი