TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„მოვამზადებთ სარჩელებს სასამართლოში წარსადგენად - ესაა ერთადერთი კანონიერი გზა...“ - გამოცდით უკმაყოფილო პედაგოგებს მაია კობახიძე მიმართავს
13-09-2022
-
+


მასწავლებლები საკუთარი საგამოცდო შედეგებით უკმაყოფილოები არიან; ვინაა დამნაშავე, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ მთავარია, არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ვრცელ განმარტებას პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სპმთპ-ის პრეზიდენტის მიმართვა მასწავლებლებს:

მესმის და განვიცდი შექმნილ მდგომარეობას მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების და პროფესიული უნარების გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ყოფილი პრაქტიკოსი, უსტატუსო, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოთქვამთ გამოცდებისა და აპელაციის შედეგებთან დაკავშირებით.

გამომდინარე აქედან, მოგმართავთ ყველა მასწავლებელს, ვინც არაობიექტურად მიიჩნევს გამოცდებისა და აპელაციის შედეგებს.

რაც შეეხება ყოფილ პრაქტიკოს პედაგოგებს: ვეძებთ გზებს კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლისათვის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე დავაყენეთ საკითხები შეღავათების თაობაზე, იმ ყოფილი პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის, რომელთაც მიმდინარე წლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გადალახეს 50%-იანი ბარიერი, ასევე, აპელაციის შედეგებამდე, მათ საათებზე ვაკანსიების გამოცხადების/კონკურსის ჩატარების შეჩერების შესახებ და სხვა.

ველით კონკრეტულ შენიშვნებს, ყოფილი პრაქტიკოსი, უსტატუსო, უფროსი, წამყვანი მასწავლებლებისაგან, გამოცდების მიმდინარეობაზე, შეფასებებთან, ტესტებისა და აპელაციის შედეგების ხარვეზებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ეს გააკეთა ორმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. გასულ წელს, მათ აღმოაჩინეს შეუსაბამობა ტესტში დასმულ შეკითხვასა და მათ მიერ გაცემულ პასუხს შორის. ორივე მასწავლებელმა მიმართა სასამართლოს, ერთი მასწავლებლის უფლებებს ვიცავდით ჩვენ. ორივე მასწავლებლის სასამართლო პროცესი დასრულდა პედაგოგთა სასარგებლოდ.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საგამოცდო ნამუშევრების მიხედვით შევძლებთ ყველა მასწავლებლის დახმარებას. ვიბრძოლებთ ბოლომდე და სადაც რეალურ ხელმოსაკიდს ვნახავთ, მოვახდენთ რეაგირებას.

მინდა მივმართო პროფესიული უნარების გამოცდების და აპელაციის შედეგებით უკმაყოფილო უფროს და წამყვან მასწავლებლებს: მხოლოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადებებით შედეგს ვერ მივაღწევთ.

გთხოვთ, დასაბუთებული, არგუმენტირებული წერილით მოგვმართოთ თითოეულ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით. საკითხის შესწავლის შემდეგ, სპმთპ მოამზადებს სარჩელებს სასამართლოში წარსადგენად. ეს არის ერთადერთი კანონიერი გზა არსებული უსამართლობის აღმოფხვრისათვის“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება