მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის 10 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. მათ შორის მარიამ წიწილაშვილმა სახელმწიფოს სრული დაფინანსება მოიპოვა, დაჩი ძოწენიძე კი 70-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსების მფლობელია.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
სკოლის პედაგოგებსა და დირექციის წევრებს ახარებთ, რომ მათმა შრომამ და ამაგმა ნაყოფი გამოიღო, კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წლებს უსურვებენ.
„ოფურჩხეთის საჯარო სკოლა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე.
2021- 2022 სასწავლო წელს ოფურჩხეთის საჯარო სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 10 სტუდენტი გახდა. წარმატებები ბავშვებო, (ახალაძე საბა, იოსელიანი საბა, უშვერიძე ლალი, უშვერიძე ლინდა, ხაჭაპურიძე მერაბი, ჯანელიძე დავითი, იობიძე სანდრო, კვიცარიძე ნიკა). გვყავს ერთი ასპროცენტიანი გრანტის და სტიპენდიის მფლობელი - მარიამ წიწილაშვილი და ერთი სამოცდაათპროცენტიანი გრანტის მფლობელი, დაჩი ძოწენიძე, რაც ჩვენი სკოლისა და პედაგოგების დიდი შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმის შედეგია.
გილოცავთ ყველას ბავშვებო, წარმატებები დაგბედებოდეთ, თქვენ კიდევ ერთხელ ასახელეთ ჩვენი სკოლა, გვეამაყებით“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი