მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლუკა ომანაძემ და მათე გველესიანმა სპორტული წარმატება მოიპოვეს.
მოსწავლეები, სახალხო დღესასწაულის „თიანეთობა2022“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის შეჯიბრში მონაწილეობდნენ. ლუკა ომანაძემ 50კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, მათე გველესიანმა კი 81 კგ წონით კატეგორიაში. ორივე სპორტსმენი თავიანთ წონით კატეგორიებში უძლიერესი აღმოჩნდა, მათ პირველობა არავის დაუთმეს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს ლუკას და მათეს წარმატებულ გამოსვლას და უსურვებს მაღალი მწვერვალების დაპყრობას სპორტსა და განათლებაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
მოსწავლეთა მწვრთნელები არიან: გურამ ზურაბიანი, ტარიელ გველესიანი, ლაშა ბზიკაძე (მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი