მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჯერ კიდევ არ იცით, თუ რომელი რეცეპტით გააკეთოთ სააღდგომო პასკა? - მაშინ Etaloni.ge იტალიურ სააღდგომო კექს პანეტონეს გირჩევთ.
იხილეთ რეცეპტი.
ინგრედიენტები:
ფქვილი - 600 გ
მშრალი საფუარი - 1 ს.კ.
თბილი წყალი - 200 გ
შაქარი - 100 გ
კვერცხის გული - 2 ც.
იოგურტი - 0,5 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
ლიმონის ცედრა - 1 ს.კ.
ქიშმიში - 100 გ
ცუკატი - 100 გ
კარაქი - 1 ს.კ.
შაქრის პუდრი - 50 გ
მარილი - მწიკვი
მომზადება:
საფუარი გახსენით თბილ წყალში, დაამატეთ შაქარი. დადგით თბილ ადგილას 20 წუთით, რათა საფუარი „გაცოცხლდეს“. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, იოგურტი, დარბილებული კარაქი, ვანილი, ლიმონის ცედრა და მწიკვი მარილი. თანდათან დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი და ელასტიური ცომი. იმისათვის რომ ცომი ამოვიდეს, დადგით თბილ ადგილას.
როცა ცომი ამოვა, ქიშმიშსა და ცუკატებს მოაყარეთ შაქრის პუდრი და გადაიღეთ ცომში, კარგად მოზილეთ. შემდეგ ცომი გაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმებში და დატოვეთ, რომ კიდევ ერთხელ ამოვიდეს. გამოაცხვეთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ