სიახლეები
სიახლეები

გაიცანით ახალბედა მასწავლებლები, რომლებიც სკოლის კარს პირველად შეაღებენ - „მინდა მოსწავლეებს სიკეთე, ერთგულება და ერთმანეთის დახმარება ვასწავლოთ“
14-09-2022
-
+


ახალბედა პედაგოგები ქეთევან საყვარელიძე და გვანცა ახვლედიანი 15 სექტემბერს სკოლაში მასწავლებლის სტატუსით პირვველად მივლენ. ეს მათთვის ერთდროულად, ძალიან ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო დღე იქნება. 

ქეთევან საყვარელიძემ პირველკლასელებს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლაში, ხოლო გვანცა ახვლედიანმა თბილისის N166 საჯარო სკოლაში უნდა ასწავლოს. გარდა ამისა, გვანცა ახვლედიანი მე-6 და მე-7 კლასელებს მათემატიკის გაკვეთილებსაც ჩაუტარებს. 

მათ საკუთარი მოლოდინის შესახებ etaloni.ge-სთან ისაუბრეს. 

როგორც ქეთევან საყვარელიძე ამბობს, ღელავს, მაგრამ, ამავდროულად, ერთი სული აქვს მოსწავლეებს შეხვდეს. 

ახლა იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ჯერ არ იცნობს, საკლასო ოთახს ამზადებს, ბუშტებით რთავს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად დადებითი და სასიამოვნო გარემო შექმნას. მოსწავლეებთან შეხება აქამდეც ჰქონია - ამეცადინებდა როგორც დაბალკლასელებს, ასევე უფრო დიდებსაც. რაც შეეხება განათლებას, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგია ისწავლა, შემდეგ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა და კომპეტენცია 10 კრედიტზე დაადასტურა. 

აქვს კონკრეტული მიზეზიც, თუ რატომ აირჩია თბილისის N23 საჯარო სკოლა. ის 60-კრედიტიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე გაკვეთილს სწორედ ამ სკოლაში დაესწრო და გარემო ძალიან მოეწონა. ახლა კი ვაკანსია გამოცხადდა, მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ნაცნობ გარემოში დაბრუნდა.

„ვფიქრობ, ჩვენ, მასწავლებლები, მშობლებთან ერთად, ვალდებულები ვართ, რომ ძალიან სასიამოვნო და დადებითი გარემო შევუქმნათ ბავშვებს. მათ გაკვეთილზე მოსვლა უნდა უხაროდეთ. ახლაც სკოლაში მიმეჩქარება, სწორედ ამ საკითხზე ვმუშაობთ - კლასს ვრთავთ ბუშტებით. პირველი კლასი მაინც მნიშვნელოვანი საფეხურია და გვინდა, რომ ამ დღესთან დაკავშირებით პატარებს ყველაფერი დადებითი გაახსენდეთ. ამისთვის კი ძალიან ბევრს ვშრომობთ“,- ამბობს ქეთევანი. 

სასწავლო პროცესის მიმართ დადებითი მოლოდინები აქვს. ფიქრობს, რომ სკოლაში თავისი სამუშაო დღეები ძალიან საინტერესოდ წარიმართება და მთავარი, რასაც მოსწავლეებს ასწავლის ადამიანობა იქნება. 

„პირველ ყოვლისა, ბავშვებს მინდა ვასწავლო, რომ იყვნენ კარგი ადამიანები, კეთილები. რა თქმა უნდა, სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ განათლებასთან ერთად, ვფიქრობ, რომ პირველი ადამიანობაა. მინდა მათ თანადგომა, სიკეთე, ერთგულება და ერთმანეთის დახმარება ვასწავლო“,- თქვა ახალბედა მასწავლებელმა. 

კითხვაზე, თუ რა მოსწონს ყველაზე მეტად პედაგოგობაში გვპასუხობს, რომ ეს ბავშევთან ურთიერთობა და მათი დამოკიდებულებებია.  როგორც აღვნიშნეთ, მოსწავლეები აქამდეც ჰყავდა, ამიტომ მათთან ურთიერთობა იცის. ამბობს, რომ იმ გამოწვევებისთვის, რაც სკოლაში შეიძლება ელოდოს, მზადაა.

„წინასწარ არ ვიცი რა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ლიდერობის სურვილი. არის ხოლმე ძლიერი კლასები, სადაც ბევრი მოსწავლეა, რომელთაც ლიდერობა სურთ და სხვები შეიძლება დაიჩაგრონ, მაგრამ მასწავლებელი იმისთვის არის, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოს. ასევე, პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ბავშვმა ჩემი ახსნილი ვერ გაიგოს. აქაც მასწავლებელმა უნდა შეცვალოს მიდგომები. ბავშვს ისე უნდა მიუდგე, რომ მაქსიმალურად დააინტერესო“,- თქვა ქეთევან საყვარელიძემ.

კიდევ ერთი ახალბედა პედაგოგია გვანცა ახვლედიანი. მას თბილისის N166 საჯარო სკოლაში სადამრიგებლო - პირველი კლასი ეყოლება. გარდა ამისა, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის. ახლა ისიც კლასს ამზადებს, პირველკლასელებს მოუთმენლად ელოდება. 60-კრედიტიანი პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. მასწავლებლობის გამოცდილება აქვს, თუმცა საჯარო სკოლაში ჯერ არასოდეს უმუშავია. ის მოსწავლეებს ამზადებდა, შარშან კი კერძო სკოლა „ცოდნაში“ მაძიებელი პედაგოგის სტატუსით მუშაობდა.

„პირველი კლასის მისაღებად ველოდები, ძალიან ემოციური განწყობა მაქვს. ახლაც სკოლაში ვარ და საკლასო ოთახს ვალამაზებ. საჯარო სკოლაში მუშაობის უდიდეს გამოწვევად მოსწავლეთა რაოდენობა მიმაჩნია - აქ კლასი უფრო მრავალრიცხოვანია“,- ამბობს გვანცა ახვლედიანი, რომელიც მზადაა გამოწვევებისთვის და გეგმავს, თუ როგორ უნდა მიუდგეს მოსწავლეებს.

„ვეცდები, საჭიროებებიდან გამომდინარე, თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგე“,- გვიმხელს პედაგოგი, რომელსაც ეს, არცთუ მარტივი გზა საგნისა და ბავშვების უზომო სიყვარულმა აარჩევინა: „ის, რის გამოც ეს პროფესია მიზიდავს, საგნისა და ბავშვების სიყვარულია. იმდენად მოტივირებული ვიყავი, რომ მოვიძიე ინფორმაცია მაძიებლის პროგრამაში როგორ უნდა ჩავრთულიყავი, შემდეგ დაწყებითი და მე-7 - მე-12 კლასების გამოცდები ჩავაბარე. ამის მერე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გავიარე“. 

ახალბედა პედაგოგებმა სასკოლო საზოგადოებას წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება