სიახლეები
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტების სათავეშია
13-09-2022
-
+



2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. უკვე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) რეიტინგში ლიდერ პოზიციას იკავებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, 14 სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  53 ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, KIU პირველ ადგილზეა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხული 370 სტუდენტიდან 93-ს მოპოვებული აქვს 100% სახელმწიფო გრანტი, ხოლო 367 სტუდენტი კი  სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტით სარგებლობს.
2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს შორის ყველაზე მოთხოვნადი იყო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. საგულისხმოა ისიც, რომ წელს ყველა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კომპიუტერული მეცნიერების პროგრამასთან შედარებით, KIU-ს აღნიშნულ პროგრამაზე ჩაირიცხა ყველაზე მეტი 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი.

გასული წლების მსგავსად ქვეყნის საუკეთესო მოსწრების და სხვადასხვა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი კონკურსებისა და ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეები სწავლას KIU-ში აგრძელებენ. უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების, ასევე კონკურსის „M ვექტორი“ გამარჯვებულები, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეები, სხვა და სხვა ოლიმპიადის გამარჯვებულები. 

KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო.  უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. 

2022 წლიდან უნივერსიტეტი ახორციელებს სადოქტორო პროგრამას და „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (Finance and Information Management - FIM) სამაგისტრო პროგრამას. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 180 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. KIU არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელსაც საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს სრულად ფარავს სახელმწიფო სასწავლო გრანტი

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება