მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 სექტემბერს სკოლებში სასწავლო წელი და ბაღებში - სააღმზრდელო პროცესი იწყება; წესით პირველკლასელთა და აღსაზრდელთა მშობლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა ჰქონდეთ მიტანილი, რომელიც ბრძანებითაა განსაზღვრული. კონკრეტულად კი, პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
თუმცა რიგ შემთხვევებში სკოლებში ითხოვენ ბავშვის ჯანმრთელობის ცნობას - ე.წ. ფორმა N100-ს. როგორც etaloni.ge-ს განათლების სამინისტროში განუმარტეს, მშობელი ვალდებულია სკოლაში მხოლოდ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარადგინოს, თუმცა დირექტორებს უფლება აქვთ, დამატებითი დოკუმენტები, მათ შორის, ფორმა N100-ის მიტანაც მოსთხოვონ.
რაც შეეხება ბაღებს - სააღმზრდელო დაწესებულებებში, პირიქით, სავალდებულოა ჯანმრძთელობის ცნობის მიტანა.
ფასიანია თუ არა ჯანმრთელობის ცნობის აღება? - აღნიშნული კითხვაზე პასუხი ბევრ მშობელს აინტერესებს. საქმე ის გახლავთ, რომ თუ ცნობას ოჯახის ექიმთან აიღებთ, ასეთ შემთხვევაში საფასურის გადახდა არ მოგიწევთ.
იხილეთ ასევე:
იწვიმებს თუ არა სწავლის პირველ დღეს - ამინდის პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოსგან
ლექსები, რომელთა ცოდნაც ბავშვებს ბაღში მისვლისას გამოადგებათ
ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება - იმოქმედებს თუ არა კოვიდშეზღუდვები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი