მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლაში „ხელოვნების კაბინეტი“ შეიქმნა, სადაც მოსწავლე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები შეძლებენ შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ.
შემოქმედებით პროცესს ხელოვნების მასწავლებელი თათია წულაია წარუძღვება. კვირაში ორჯერ კი კაბინეტს მხატვარი ირაკლი სურმავა ესტუმრება და მოსწავლეებს მასტერკლასებს ჩაუტარებს.
„სხივი“ მუდმივად ცდილობს, ინოვატორული იდეები იყოს მისი არსებობის ერთ-ერთი მთავარი წესი.ამიტომ შეიქმნა „ხელოვნების კაბინეტი“, ადგილი, სადაც მოსწავლეები შეძლებენ კარი მოიხურონ და შემოქმედებით ინსპირაციებზე იფიქრონ...
კაბინეტს ხელოვნების მასწავლებელი თათია წულაია გააღებს და ბავშვებს განსაკუთრებულ მხატვრულ გემოვნებაზე გაესაუბრება, პრაქტიკულად გამოაწრთობს მათ და შემოქმედებით უნარებს აპოვნინებს...
ეს არ არის მხოლოდ... ამ კაბინეტს კვირის ორ დღეს მხატვარი ირაკლი სურმავაც შეაღებს და მოსწავლეებთან ერთად ფერებით იმეყველებს... ასე გაჩნდება „სხივური“ ფერწერა... იქნება გამოფენები. კონკურსებიც იქნება...
ნორჩი ხელოვანები შექმნიან ბავშვურ, მაგრამ მხატვრულ ტილოებს და არ იქნება ეგ ჩვეულებრივი ამბავი...“, - აღნიშნავენ სკოლაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი