სიახლეები
სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო
14-09-2022
-
+


გასულ კვირას, კალიფორნიაში, სან დიეგოს უნივერსიტეტის ორგანიზებით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი სან დიეგოში და საბჭოს გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ოფიციალურ ვიზიტში მონაწილეობა მიიღო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა, რომელიც საბჭოს ერთ-ერთი აქტიური წევრია და SDSU-ს სტიპენდიანტთა პროგრამის მხარდამჭერია.  სხდომას ასევე დაესწრენენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორესი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის ფონდი დირექტორი მაგდა მაღრაძე, SDSU-ს დეკანი ჰალილ გიუნევი, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისტემის სამეურნეო საბჭოს წევრები და ქართული დელეგაციის წევრები.

შეხვედრში მონაწილეებმა განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს მიღწევები, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები, სდსუ საქართველოს პროექტის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის კარიერისა და დასაქმების მიმართულების პრეზენტაციას და იმ შედეგებს, რაც დასაქმების მიმართულებით უკვე ხორციელდება. აღნიშნული მიმართულებები უნივერსიტეტში ემსახურება სდსუ საქართველოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას და ბაზარზე არსებული დანაკლისის შევსებას ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებით. 

„ჩვენი ფონდისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ამერიკელ პარტნიორებთან და კერძოდ კი სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, რომელსაც ბოლო წლებია ვახორციელებთ. ვფიქრობთ, ის ინვესტიცია, რაც ქართველი ახალგაზრდების სწავლაში ჩავდეთ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში, არამედ წარმატებისა და სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად განათლების სისტემისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ის მაღალი კვალიფიკაციის მომავალი სტემ დარგების სპეციალისტები არიან, რომლებიც უკვე დღეს ქმნიან და ცვლიან რეალობას. საბჭოს გასვლითმა სხდომამ და ვიზიტმა საშუალება მოგვცა უკვეთ დაგვენახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც და შეგვეფასებინა ის შთამბეჭდავი შედეგები, რაც ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ხორციელდება. იმედია ჩვენი ნაყოფიერი პარტნიორობა გაგრძელდება და კიდევ სხვა საინტერესო პროექტის მხარდამჭერები ვიქნებით, რომელსაც ამერიკული მხარე ქართულ მხარესთან ერთად საგანმანათლებლო მიმართულებით საქართველოში განახორციელებს“,  - აღნიშნა ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა. 

ვიზიტის ფარგლებში ფონდის დირექტორი ასევე პირადად გაეცნო სან დიეგოს უნივერსიტეტის არაერთ საინტერესო პროექტს და ამერიკულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლების პერსპექტივებიც განიხილა, კერძოდ საქართველოში განათლების ფაკულტეტების გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გპფ-ს მიერ ფინანსდება, მიზნად ისახავს ქართველმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის ამერიკული განათლება და მხარი დაუჭიროს ამერიკული ხარისხის უმაღლესი განათლების დამკვიდრებას და მდგრადობას. პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრის ხარისხის ნაკადის სტუდენტებისთვის  სტიპენდიას, რომელიც  გაიცემა კანდიდატის მიღწევებიდან/შედეგებიდან, ასევე ფინანსური მხარდაჭერის საჭიროებებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის 14 სტიპენდიანტიდან 9 ახალგაზრდამ მიმდინარე წელს დაასრულა სწავლა SDSU-ში და მათი უმრავლესობა უკვე დასაქმებულია, ან სწავლას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს, ხოლო ოთხი სტიპენდიანტი უკვე 2023 წელს აიღებს ამერიკულ დიპლომს. ჯამში ფონდის დაფინანსება და ფულადი ინვესტიცია SDSU-ს სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამაში 1,3 მილიონ ლარს აღწევს.

ფონდის შესახებ:

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 3.5 მლნ. ლარს შეადგენს.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება