სიახლეები
პიროვნება

„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია კლასის მართვის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება“-ლეილა დუმბაძე, ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი
14-09-2022
-
+


„სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლისთვის, ყველა დროში ასე ყოფილა და ასეა ახლაც, მასწავლებლები და სკოლა დიდი სიხარულით ელოდება ბავშვებს“,- აღნიშნავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა დუმბაძე და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საინტერესოდ პასუხობს. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- მხოლოდ საუკეთესო მოლოდინი მაქვს, ყველა პირობაა, რომ ბავშვმა ისწავლოს. დანარჩენი უკვე ბავშვებზე, მის აღზრდაზე და მშობლებზეა დამოკიდებული. უდიდესი სიხარულია სწავლის დაწყება, განსაკუთრებით, პირველ დღეს. ეს განსაკუთრებული დღეა.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- პირველი დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც, როგორც მასწავლებელი, განსაკუთრებულად უნდა ემზადებოდეს ამ დღისთვის. მოსწავლეებს შეუქმნას ამაღლებული განწყობა, შეაქოს, აგრძნობინოს, რომ ძალიან გვიხარია მისი სკოლაში მოსვლა. თუნდაც იმით, რომ ძალიან ლამაზად გამოიყურება, ნამდვილ მოსწავლეს ჰგავს, შეუქმნას შესაბამისი გარემო. პედაგოგი უდიდესი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს თავის საქმეს. ის უნდა თანამშრომლობდეს ბავშვებთან, ერთად აკეთებდნენ აღმოჩენებს.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა კურსდამთავრებულთა მიღწეული შედეგები.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- მან დიდი როლი უნდა შეასრულოს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და მათ პროფესიულ ორიენტაციაში.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- კლასის მართვის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- პედაგოგებს ვუსურვებ წარმატებებსა და წინსვლას პედაგოგიურ საქმიანობაში და გამძლეობას. ვუსურვებ კიდევ მრავალი ღირსეული, სამშობლოზე შეყვარებული წარმატებული თაობა აღეზარდოთ. აღსაზრდელებს - ფართო ასპარეზს, წინსვლას.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- იბრძოლე და არ დანებდე, რადგან ვინც იბრძვის, ის ყოველთვის აღწევს მიზანს. ოღონდ, თავისთავად ცხადია, ცივილიზებული ფორმებით და წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვიბრძვით. უნდა ვიცოდეთ, საით მივდივართ და მივალთ იქ, სადაც გვინდა რომ მივიდეთ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება