სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „გორდაში“ სასწავლო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა - ადმინისტრაციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
14-09-2022
-
+


სწავლის პირველი დღე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალიან კარგად იციან ბათუმის კერძო სკოლა „გორდაში“, ამიტომ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი სკოლაში დღესასწაულია. 

წელს „გორდაში“ სასკოლო სეზონი 13 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. 

ეს დღე პირველკლასელებს მიეძღვნა. სკოლის დირექციამ პატარა მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები და შთაბეჭდილებები აჩუქა. ამისთვის კი ანიმატორები მიიწვია. 

პატარა მოსწავლეებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, ზღაპრის გმირებმა მიულოცეს და პირველი დღის მღელვარება სიხარულად უქციეს. ღონისძიებას მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

დღეს კი სიურპრიზი სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგებს მოუწყო. იყო პრემიები, მილოცვები და სიგელები. გაიმართა ახალბედა მასწავლებლების „კურთხევის ცერემონიალი“. 

„გორდაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისი ერთმანეთისგან განსხვავებულია... მით უფრო წელს, როდესაც პანდემიისგან სულმოთქმულები, ყველანი ერთად ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს (პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით), წარმატებით ავტორიზაცია გავლილები, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით გრანტებით გათამამებულები, მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობითა და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით გახარებულები... ზედიზედ ორი დღეა, ერთმანეთს ენაცვლება პირველკლასელებთან და პედაგოგებთან საზეიმო შეხვედრები... 2022 წლის 13 სექტემბერს, სკოლა „გორდამ“ საზეიმოდ გახსნა სასკოლო სეზონი, ვუმასპინძლეთ ყველაზე პატარებს, პირველკლასელებს...

სკოლის კედლებს სცდებოდა პატარების ჟრიამული, ანიმატორებთან თამაშითა და ცეკვა -სიმღერით გართულ ბავშვებს, საერთოდ გადაავიწყდათ ნერვიულობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, პედაგოგები და მოწვეული ანიმატორები, გასართობ ცენტრ „დისნეილენდიდან“. დღის ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სკოლის ისტორიას კი დაემატა მომდევნო დაუვიწყარი დღე...

დიდხანს სასიამოვნოდ გასახსენებლად შემორჩება გორდას პედკოლექტივს 14 სექტემბერი... ვითომ საგანგებო პედსაბჭოზე მიწვეულებს, ნამდვილი სიურპრიზების დღე მოგვიწყო სკოლის ადმინისტრაციამ... ჯერ იყო და ხვალინდელი დღის რეპეტიცია გავიარეთ, შემდეგ კი დაიწყო სიურპრიზები, ფულადი პრემიები, მოლოცვები, სიგელები და გრანდიოზული ტორტი... არასდროს დაავიწყდებათ მასწავლებლად კურთხევის ცერემონიალი ახალბედებს: ხათუნა ჩიკაშუას, თეონა კოპლატაძეს, ლონდა კალანდარიშვილს, ქეთინო აბულაძეს და თეა ვაშაყმაძეს“,-გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:







 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება