სიახლეები
პიროვნება

„ვზრუნავთ, რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ნაკლებად სტრესული, მეტად საინტერესო, სახალისო იყოს“-ეკატერინე ენდელაძე, თბილისის N142 სკოლის დირექტორი
14-09-2022
-
+


ხვალ ახალი სასწავლო წელი იწყება. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე ახლდება.
საინტერესოა თუ როგორ ხვდებიან სწავლის დაწყებას საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს და რა რჩევას მისცემდნენ დამწყებ პედაგოგებს.

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორის ეკატერინე ენდელაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- პირველკლასელთათვის დღესასწაული მოვაწყოთ. მშობლები და მასწავლებლები ვზრუნავთ იმაზე, რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ნაკლებად სტრესული, მეტად საინტერესო და სახალისო იყოს.

განსაკუთრებით მომდევნო კლასებში, სიხარულს თან სდევს აღელვება, „როგორ შემხვდებიან კლასელები?“ სკოლის მიმართ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის პოზიცია. ბავშვებს სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი მშვიდად გადააქვთ, განსაკუთრებით თუ ამას ხელს უწყობს მიმღები გარემო.

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- იმისათვის, რომ სიახლესთან შეგუება და მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა, პირველი შესვლა კლასში იყოს მაქსიმალურად მსუბუქი და სასიამოვნო, საჭიროა მოვამზადოთ ამისთვის. მომზადების პროცესში კი მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვის სასკოლო მზაობა განსხვავდება და მათი გაცნობის და თავისებურებების გაგების შემდეგ, აუცილებელია აქტივობების დაგეგმვისას მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მიღწევები. როგორც ვივარაუდეთ, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 75% გრანტის მფლობელია. მათ მოიპოვეს 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტები. 

- ისინი უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ -ამერიკული უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- კლასის დამრიგებლის როლი გადამწყვეტია მის სადამრიგებლო კლასში მშვიდი, საქმიანი გარემოს შესაქმნელად და მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

კლასის მართვა განისაზღვრება მასწავლებლის ქცევით და კლასის ორგანიზაციული საქმიანობით, რომელიც ქმნის შესაბამის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- გონივრულად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.

დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი...

- სპორტული დარბაზის რეაბილიტაციას, რათა სპორტის გაკვეთილების ეკოლოგიურად და სუფთა გარემოში ჩატარების საშუალება მოგვეცეს. 

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი კულტურა არა მხოლოდ მეცნიერულად, არამედ ეთიკურად და ესთეტიკურად.

მასწავლებელმა უნდა შეძლოს ინდივიდუალურად თითოეულს დაუახლოვდეს, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური მახასიათებელი და ყველა მასწავლებელი უნდა მოიქცეს შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება