მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში პროექტის ,,ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით’’ პირველი ფაზის შეჯამებასა და 2022- 2023 წლის აქტივობების დაგეგმვას ჩართულ მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მეორე ფაზა აჭარის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დასანერგად.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერიის შესაბამისი იურიდიული სამსახურების, საბავშვო ბაღების გაერთიანებების ხელმძღვანელები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით