სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლების გადამზადებისთვის, ჭადრაკის ტრენერებს სიგელები გადაეცათ
14-09-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა,  საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, სკოლებში ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებული ტრენერთა ჯგუფი. ტრენერებმა პირველკლასელებისთვის ჭადრაკის შესწავლის მიზნით, 4000-მდე პედაგოგი ზაფხულის განმავლობაში გადაამზადეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო საჭადრაკო ოლიმპიადების ექვსგზის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ნანა იოსელიანმა.

მიხეილ ჩხენკელმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ტრენერებს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და ადრეული ასაკიდან ბავშვებისთვის ჭადრაკის შესწავლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, მათ შორის, ყურადღებას, კონცენტრირებას, მეხსიერებასა და ანალიზის, ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების შესაძლებლობებს. ჭადრაკი ასევე ეხმარება ადამიანს, შემოქმედებითად იფიქროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პრობლემების გადაჭრისას.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა, ზაფხულის განმავლობაში  სკოლის 4000-მდე პედაგოგი გადაამზადეს, რაც ნამდვილად თავდაუზოგავი შრომის თვალსაჩინო მაგალითია.

მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ გია გიორგაძეს და თითოეულ ტრენერს, რომლებმაც ამ პროექტში მიიღეს მონაწილეობა. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც დღეს ჩვენს მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ექნებათ ჭადრაკის შესწავლის შესაძლებლობა. ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჭადრაკის ქართველ ლეგენდას, ქალბატონ ნანა იოსელიანს.“

2022-2023 სასწავლო  წლის დაწყებამდე მასწავლებელთა გადამზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით სამ ეტაპად განხორციელდა. ამ მიზნით საქართველოს ჭადრაკის ეროვნულმა ფედერაციამ საერთაშორისო დიდოსტატებით და ოსტატებით დააკომპლექტა ტრენერთა ჯგუფი, რომლებმაც პედაგოგებს შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარეს.

ჭადრაკში გადამზადება ძირითადად დაწყებითი კლასების პედაგოგებმა გაიარეს. თუმცა, პროცესში ჩართულები იყვნენ მათემატიკის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სპორტის, ისტორიისა და ქართული ენის პედაგოგები. შესაბამისი სიგელები გადამზადებულ პედაგოგებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან, მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. სამინისტრომ, ტრენინგების პარალელურად, უზრუნველყო შესაბამისი სასწავლო რესურსის მომზადება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება