მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა, ამიტომ წელს სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით საზეიმოა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა, ივანე გისმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
სწავლის პირველმა დღემ მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ამაღლებული განწყობით დაიწყეს.
სკოლის დირექცია სწავლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ბერძენაულის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი