მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს სწავლის დაწყებას ულოცავს.
„ქუთაისის N16 საჯარო სკოლა განსაკუთრებული სიყვარულით ულოცავს პირველკლასელებს ჩვენს სკოლაში შემოფრენილ იმედის მერცხლებს, რომლებმაც უნდა გააგრძელონ სკოლის ტრადიციები. ვულოცავთ ყველას, ვისაც სჯერა, რომ არ არსებობს სკოლაზე მაღალი სახლი ამქვეყნად“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. ქუთაისის N16 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი