სიახლეები
სკოლები

„დადგა 15 სექტემბერი - სკოლის კედლების აჟრიამულების დღე“- რუსთავის N20 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
15-09-2022
-
+


რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე საწავლო პროცესის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და ნაყოფიერ წელიწად სუსურვებს. 

„დადგა 15 სექტემბერი - სკოლის კედლების აჟრიამულების დღე!.. დღე, რომელიც ერთნაირად მღელვარებითა და ემოციებით გვავსებს მოსწავლეებსაც, მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. ყველა ვუბრუნდებით სკოლას ახალი მიზნებითა და იმედებით 
გილოცავთ! 
განსაკუთრებით პირველკლასელებს. ეს დღე სიხარულის, ცოდნის შეძენის, ადამიანობისა და სიყვარულის სწავლის საინტერესო თავგადასავლის დასაწყისი ყოფილიყოს თქვენთვის.
გილოცავთ ყველას!  მშვიდობიანი, საინტერესო, წარმატებული სასწავლო წელი დაგვდგომოდეს“,- წერს სკოლის დირექტორი ირმა იჩქიტიძე. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლა

„ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!“ - გურკელის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები იზეიმეს

 რცხილათის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება