სიახლეები
სკოლები

ერკეთის საჯარო სკოლამ შემოქმედებითი აღმშენებლობით სავსე სასწავლო წელი დაიწყო
15-09-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ. 

2022-2023 სასწავლო წლის პირველი დღე საქართველოს ჰიმნით და სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო. ერთმანეთს გულთბილად ხვდებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები, სტუმრები. იყო საზეიმო განწყობა, წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება.

სხვებთან ერთად მღეროდნენ, დეკლამატორობდნენ პირველკლასელები, რომლებსაც გადაეცათ ბუკები და სამახსოვრო საჩუქრები.

გასული სასწავლო წლის 9 კურსდამთავრებულიდან 5 უმაღლესი, ერთი კი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტი გახდა. ამჟამად, კურსდამთავრებულებმა ესტაფეტა პირველკლასელებს გადასცეს.

სკოლამ დაიწყო ყოველდღიური ზრუნვით, უდიდესი პასუხისმგებლობით და შემოქმედებითი აღმშენებლობით სავსე სასწავლო წელი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასწავლო წლის დაწყებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავთ ყველა სკოლას, მშობელს და მასწავლებელს“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 izrune.ge-ს ღონისძიება ამ წუთებში მიმდინარეობს - გაეცანიტ პროექტის მონაწილეთა შეფასებებს 

თუ პედაგოგი მოსწავლისგან კარგ შედეგებს ელოდება, ამას აკადემიური მოსწრების ამაღლება შეუძლია

რომელ მოსწავლეებს დაუფინანსდებათ სწავლა

ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება