„თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტია“- შინდისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს
15-09-2022
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, ვიმედოვნებთ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატრეთ ზაფხული. ჩვენ მოუთმენლად გელოდით ახლი შემართებით, ახალი იდეებით და გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ეს წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი, სიახლეებითა და წარმატებებით აღსავსე. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებიც სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებენ და ყოველთვის ემახსოვრებათ სასკოლო ცხოვრების პირველი დღე და გარემო, რომელიც ჩვენ მოგიმზადეთ დიდი სიყვარულითა და მონდომებით“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი.