მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ პირველკლასელებს. მასწავლებლებმა მოსწავლეების ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და საკლასო ოთახები შესაბამისად მოაწყვეს და მოკაზმეს.
ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო, წარჩინებულმა მოსწავლეებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს.
„განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავდნენ პირველკლასელები: წაიკითხეს ლექსები, მიიღეს მილოცვები, მათ ახარებთ, რომ იწყებენ ცხოვრების ახალ ეტაპს და ფეხი შეაბიჯეს ცოდნის სასახლეში“,- გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა.დოლოგნის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ