თეთრიწყაროს N2 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო - ბავშვებს სწავლის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გაიმართა ღონისძიებაც, რომელსაც მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მოსწავლეებს სწავლის დაწყება ქალაქის მერმა გიორგი წიკლაურმა, საკრებულოს დეპუტატმა ვალერიან სუხიტაშვილმა და რესურცენტრის მთავარმა სპეციალისტმა მარინა აფციაურმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე წარჩინებული მოსწავლეები ტრადიციულად სიგელებითა და საჩუქრებით (წიგნებით) დაჯილდოვდნენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. ერთ-ერთი ასეთი პედაგოგი პირველი კლასის მასწავლებელი ნონა ნაცვლიშვილი იყო.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.