ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
დირექტორი შორენა აკოფაშვილი საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.
„მინდა ყველა მოსწავლეს მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება! გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მოგზაურობას კიდევ ერთ ზღაპრულ და განუმეორებელ ცხოვრების იმ მონაკვეთში, სადაც თქვენ დღეს ხართ! გისურვებთ წინსვლასა და წარმატებას! ნუ დაიზარებთ ამ შესანიშნავი შანსის გამოყენებას და წაიღეთ სკოლიდან ის მაქსიმუმი, რაც თქვენი წარმატებული ცხოვრების საწინდარი გახდება! არ დაგავიწყდეთ, რომ ძალიან მიყვარხართ და სულ თქვენს გვერდით მიგულეთ, ჩემო ონავრებო“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი.