სიახლეები
სკოლები

ზედა სამების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
16-09-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

ამ დღეს სკოლაში მასშტაბური ღონისძიება მიეძღვნა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ქობილეთის საკრებულოს წევრმა ზურაბ ხინიკაძემ მიულოცა და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს თავის აღსაზრდელებსა და მთლიანად საქართველოს სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ და ნაყოფიერ წელს უსურვებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
     

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში



საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს

პედაგოგებმა ისაუბრეს  ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და მომავალ საქმიანობაზე 

ამ ინფორმაციას სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს



კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს








სიახლეები
საზოგადოება