ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზულად აღნიშნეს
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლამ წელს 150 პირველკლასელი დიდი სიხარულით მიიღო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„სკოლა სავსე გახლდათ ყვავილებით ხელდამშვენებული მოსწავლეებითა და მათი მშობლებით, ყველა ერთმანეთს ულოცავდნენ 2022/2023 სასწავლო წლის დაწყებას.
სკოლას კი ნამდვილად ბევრისთვის აქვს მისალოცი: 150 პირველკლასელს ვულოცავთ სკოლაში მობრძანებას, სკოლის ყველა კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში მოწყობას, მათ შორის 11 სტუდენტს სახელმწიფო გრანტს, 2 სტუდენტს 100%-იან გრანტს, რომლებსაც ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრად გადაეცა 2000/2000 ლარი.
სკოლის X კლასელს გიორგი აბულაძეს ვულოცავთ ძალოსნობაში მიღწეულ წარმატებას, რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა, იგი ოლიმპიურმა კომიტეტმა დააჯილდოვა საცხოვრებელი ბინით.
სკოლის მასწავლებლებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავთ სწავლის დაწყებას, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.