მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. დირექციამ და პედაგოგებმა მომავალ თაობას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, თუ როგორ უხარიათ სკოლაში მათი დაბრუნება, ამიტომ თავადაც სკოლისკენ მიუხარიათ.
გარდა ამისა, სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით საჭირო რესურსებითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. სულ მალე სკოლაში გაიხსნება ექიმის კაბინეტი, ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებითა და ტრანსპორტით.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას ულოცავს და ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
„ძვირფასო მშობლებო, მოსწავლეებო, მასწავლებლები. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ძალიან მალე სკოლაში იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი; ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია უფასო სახელმძღვანელოებით; ყველა მოსწავლეს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა