მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია ყველაზე დიდი პრობლემა თბილისის მოსახლეობისთვისაა
16-09-2022
დაკოპირებულია
-
+
განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემიდან ერთ-ერთი მთავარი, მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციაა - აღნიშნულის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით დგინდება.
განათლების დაბალი ხარისხი
ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები
უნივერსიტეტში სწავლის მაღალი საფასური
მასწავლებლების/ ლექსტორების დაბალი კვალიფიკაცია
მაღალი ფასი სასწავლო მასალაზე/წიგნებზე
რეპეტიტორების მაღალი საფასური.
კითხვაზე რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? - აღნიშნულ კითხვაზე პასუხები სხვადასხვაგავარად გადანაწილდა რეგიონების მიხედვით, თუმცა თბილისში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ მთავარ პრობლემად განათლების დაბალი ხარისხი და მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი კვალიფიკაცია დაასახელა.
ცნობისთვის, ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი