სიახლეები
პიროვნება

„არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა შენი შრომის ნაყოფს ხედავ“- მაკა გუბელაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორი
19-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეს დღე წელს განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დასწრებითი ფორმატითა და მკაცრი კოვიდრეგულაციების გარეშე განახლდა.

საინტერესოა, თუ რას ისურვებდნენ 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები, რას ურჩევდნენ დამწყებ პედაგოგებს და რა არის მათი სკოლისთვის საამაყო. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მაკა გუბელაძის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ. 

- სასწავლო წლის პირველ დღეს ვცდილობ...

- 29 -ე სასწავლო წელია სკოლაში ჩემი პედაგოგობის, აქედან 15 წელია, როგორც ხელმძღვანელი მივდივარ ახალ სასწავლო წელს. შემიძლია დავიფიცო, არც ერთი სასწავლო წლის გათენებისას არ გამნელებია ის უჩვეულო მღელვარება, ფორიაქი, განცდა თუ რა შეიძლება ვუწოდო, როგორსაც განვიცდიდი სკოლაში მოსწავლეობის დროს. უჩვეულოდ თენდება ყოველთვის ჩემთვის სასწავლო წლის პირველი დღე. კიდევ უფრო ემოციური იყო წლევანდელი წელი, სკოლის შენობის დემონტაჟის გამო, ალტერნატიულ ფართში, მეორე სმენაში დავიწყეთ სწავლა. დილით, პატარა ბავშვივით მეტირებოდა, მე რომ არ ვჩქარობდი სკოლისკენ...

- დამწყებ პედაგოგებს ვეტყოდი...

- არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება , როცა შენი შრომის ნაყოფს დაინახავ, მადლიერი, სიყვარულით სავსე თვალები გაგიმრავლდება!

- ჩვენი სკოლისთვის საამაყოა...

- განცდა, რომ დაბრკოლებათა მიუხედავად, სკოლაში დარჩა და დაუღალავ საქმიანობას ეწევა კოლექტივის ძირითადი ნაწილი. მინდა მოვეფერო მათ და ვუსურვო მრავალი წარმატებული სასწავლო წელი.

- კლასის დამრიგებლობა ნიშნავს...

- უდიდესს პასუხისმგებლობას, საკუთარი თავის, მოსწავლის, მშობლის, საზოგადოების წინაშე.

- საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანია...

- პოზიტიური გარემოს შექმნა, ნდობის მოპოვება აღსაზრდელებში და საგნის სიყვარული.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვისურვებდი ...

- ნაკლები პრობლემებით წარიმართოს სასწავლო წელი, არ შეგვაწუხოს პანდემიამ და მშვიდი, საქმიანი გარემო გვქონდეს სწავლისა და სწავლებისათვის.

- რჩევა, რომელიც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა...

- ესეც გაივლის !


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება