მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექტორმა ლელა გრძელიშვილმა და მოწვეულმა სტუმრებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი ზეიმით მიულოცეს ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. სკოლის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მშობლიურ სკოლის კედლებში გატარებული ბედნიერი წლები და უმცროს მეგობრებს დიდი წარმატება უსურვეს.
პედაგოგებმა იზრუნეს ლამაზად მორთული, სასიამოვნო და პოზიტიური გარემო შეექმნათ მოსწავლეებისთვის.
აღჟერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი საამაყო ხუთჯვრიანი დროშა.
„წინ, ერთად გამარჯვებისკენ!“ - ეს არის ჩვენი დევიზი, რომელიც აუცილებლად მიიღწევა შრომით, თავდადებით და ბეჯითი სწავლით. გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა გრძელიშვილმა.
„ვიმედოვნებთ, მომავალში თქვენი ცოდნით და მონდომებით ღირსეულ მამულიშვილობას გაუწევთ ჩვენ სამშობლოს, ასახელებთ სკოლას და მასწავლებლებს“,- მიმართავენ პედაგოგები მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა