წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებისთვის საზეიმო მიღება მოაწყო
19-09-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებაზე დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, მოწვეულ სტუმრებთან - ქალაქის მერთან გენადი ბალანჩივაძესთან და რესურსცეტრის უფროსთან მამუკა ჩხეტიანთან ერთად, სწავლის დაწყება ყველა მოსწავლეს, პედაგოგს მიულოცა. სიტყვით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრებიც.
ღონისძიების მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს. სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„გილოცავთ ცოდნის დღეს და წინ, ერთად წარმატებებისკენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.