მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო და ცოდნის დღესასწაული აჩუქა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა განწყობაზე და მათ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ჭაბუკიანის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს, წარმატებებისა და წინსვლას უსურვებს“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვერნტარით არის აღჭურვილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის ზრუნავენ და ამ მიზნით საინტერესო, მრავალფეროვან და სახალისო საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა