„მინდა, გზა დავულოცო მათ სკოლისაკენ და ღირსეულად შევუდგე ჩემს საქმეს“-პერევის საჯარო სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა ემოციური წერილი მიუძღვნა
19-09-2022
დაკოპირებულია
-
+
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო. ცოდნის ტაძარში შებიჯება კი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პირველკლასელთათვის იყო, რომელთაც პედაგოგი შორენა ჭიღლაძე დახვდათ.
შორენა ჭიღლაძე მასწავლებლის ამაგდარ საქმიანობას უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ეწევა და უკვე არაერთი ღირსეული თაობაც აღუზარდა ქვეყანას.
მასწავლებელი პირველკლასელებს დიდი სიხარულით შეეგება და ცოდნის სამყაროში შეუძღვა. შორენა ჭიღლაძემ პირველკლასელებისადმი ემოციური წერილი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ჩემი სკოლაში მოღვაწეობა, რამდენიმე ათეულ წელიწადს ითვლის. ღმერთმა ბედნიერება მარგუნა იმისა, რომ პატარებმა სკოლის პირველი საფეხურები ჩემთან ერთად გაიარონ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისკენ დაიწყონ სვლა. წელს კიდევ ერთი კლასი შეემატა ჩემს ცხრილს. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, როგორც ახლა ისე ყოველ წელს, როცა აღსაზრდელებს საკლასო ოთახისკენ მივუძღვები ხოლმე.
იმედი მაქვს ჩვენი ოთხწლიანი თანამშრომლობა, ისეთივე ლაღი და ნათელი იქნება, როგორიც ჩემი პატარები არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი გაიზრდებიან საამაყონი, ოჯახისთვის, სკოლისთვის და ქვეყნისთვის. როგორც დიდი ჭაბუა ამბობდა: „ამ ქვეყანაში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სხვა ქვეყანაში შენი ქვეყნისო“.
მე იმედი მაქვს, რომ ჩემი აღსაზრდელები სამაგალითო დესპანები იქნებიან ცხოვრებაში. ასე რომ მინდა გზა დავულოცო მათ სკოლისაკენ და ღირსეულად შევუდგე ჩემი საქმის კეთებას ჩემს პატარებთან ერთად“, - ვკითხულობთ პირველკლასელების დამრიგებლის, შორენა ჭიღლაძეს წერილში.