მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და სწავლა ამაღლებული განწყობითა და დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.
სკოლაში ახარებთ, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა და პედაგოგებსა და მოსწავლეებს ცოცხალი ურთიერთობების საშუალება აქვთ.
„სასიხარულოა, რომ შეზღუდვები მოხსნილია, დისტანციის დაცვა აღარ გვჭირდება და ყველა თამამად ესალმებოდა ერთმანეთს. ბავშვების ჟრიამულმა სიხარულით აგვავსო. ბავშვები ლექსებით მიესალმნენ სკოლას. პირველკლასელებს კი თამუნა მასწავლებელი შეეგება. მოსწავლეები ჯგუფებად გაეშურნენ საკლასო ოთახებისკენ. წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა